Saturday, November 1, 2014

პროექტი "დადიანების მუზეუმი"


                                                                პროექტის გეგმა
  
 პროექტის სახლწოდება: დადიანების მუზეუმი.
 პროექტის იდეა: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნავ მუზეუმს
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ 1. რა დანიშნულება აკისრია მუზეუმს. 2. რა ინახება მუზეუმში. 3. გაეცნობიან რატომ ინახება მუზეუმში ძველი ნივთები.
 

   პროექტი ხელს შეუწყობს უკეთ გაეცნონ ჩვენი ქალაქის ისტორიულ ძეგლებს, გაეცნონ დადიანების დინასტიას, მათ ცხოვრებას, მათ ნათესავურ კავშირს უცხო ქვეყნებთან, კერძოდ საფრანგეთთან.

პროექტის მიზნები:

1. ჩვენი ქალაქის თანამემამულეების, დადიანების ოჯახის გაცნობა.
2. სამეგრელოს ისტორიული ძეგლების, მათი ადათ-წესების გაცნობა.
3. გაეცნონ დადიანების მიერ გაშენებულ ბაღს, სადაც უცხოეთიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის ხის ჯიშებია დარგული.

მონაწილეთა ასაკი: 9 - 10 წელი.

ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: 1. გაეცნობიან დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახს, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 2 მოსწავლეები გაეცნობიან ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველ ექსპონანტებს, დავით დადიანისა და მისი ოჯახის წევრთა პირად ნივთებს. რელიგიურ სიწმინდეებს. 3. გაეცნობიან დადიანთა მიერ გაშენებულ ტყე-პარკს, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალწლოვანი ხეები და ბუჩქები.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული აპარატი.

პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება.

I ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია დადიანების ინფორმაციის შესახებ.

II ჯგუფი: მოიძიონ ჩვენი ქალაქის ბოტანიკური ბაღის შესახებ ინფორმაცია.

   მოსწავლეები მუშაობენ, იძიებენ ინფორმაციებს. კვირის წინა დღეს მოვაწყობთ ექსკურსიას დადიანების სასახლეში, სადაც მოხდება მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სრულყოფა. მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას შეადარებენ გიდის მიერ ნაამბობს, ნანახს და შემდგომ დაწერენ შთაბეჭდილებებს ნანახის შესახებ.
    პროექტის ბოლო ეტაპი კედლის გაზეთის გამოშვებით  დასრულდება.